• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2019
article

„დვალმა და აქიმიძემ „ჯორჯიან ონლაინის“ გაყიდვის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი გადააგდეს და არაფერი მისცეს“

„ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე“, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მან უპასუხა კითხვას, მონაწილეობდა თუ არა ტელევიზიების წართმევაში.

„როცა მილიონ ორასი ათასს იხდი, ამას ტელევიზიების წაღება აღარ ქვია. დვალს და აქიმიძეს კითხეთ, კიდევ რას ითხოვდნენ. თმა ყალყზე დაგიდგებათ, რომ მოისმინოთ.

ეროსი გარდაცვლილი ადამიანია, არ მინდა ახლა, ცუდად გამომივიდეს – მას მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი. ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე. იმისთანა რაღაცები ქონდა ჩამოწერილი – ოქუაშვილის თამბაქოს ბიზნესი, ჯოხთაბერიძის „მაგთიკომი“, „საქართველოს ტელეკომი“, რკინიგზა, ბენზინის იმპორტი.

იმათთვის ჩვენ უნდა წაგვერთმია და ამათთვის გვეჩუქებინა“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა და მტკიცებულებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილია.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე თაღლითები არიან.

„თუ მათ რამე ეკუთვნით, მაშინ ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილის ცოლსაც. დვალმა და აქიმიძემ „ჯორჯიან ონლაინის“ გაყიდვის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი გადააგდეს და არაფერი მისცეს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


თეგები :