• თბილისი
  • 32°C
  • 19 ივნისი, 2019
article

გიორგი კაპანაძის დაკავების პირველი კადრები

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორის დაკავების პირველი კადრები უკვე გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დააკავეს სამართალდამცველებმა გიორგი კაპანაძე.

Itv-ის ჟურნალისტი, სუზი მკრტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, მათ ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს. ჟურნალისტს სამართალდამცავებმა არც მაშინ უპასუხეს, როდესაც მან კაპანაძის დაკავების მომენტში, მიზეზებზე პოლიციელებს კითხვები დაუსვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.


თეგები :