• თბილისი
  • 16°C
  • 18 აპრილი, 2019
article

"ჩვენი მთავრობის მინისტრები ზოგი მოხუცების მომვლელად მუშაობს, ზოგი - ტრაილერის მძღოლად"

"ჩვენი მთავრობის მინისტრები ზოგი მოხუცების მომვლელად მუშაობს, ზოგი ტრაილერის მძღოლად”, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხიელ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მდებარე კონგრესის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საუკეთესო წლები წინ არის და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა.  

"დღემდე გამოგვყვა ის ინერცია, უკრაინაში, უზბეკეთში, ალბანეთში, ინდონეზიაში. ჩვენი მთავრობის წევრები მუშაობენ მრჩევლებად. რითი გავიტანეთ თავი? ლექციებით და მრჩევლობით იმიტომ, რომ ფული ხომ არ წამოგვიღია იქიდან. ჩვენი მთავრობის მინისტრები ზოგი მოხუცების მომვლელად მუშაობს, ზოგი ტრაილერის მძღოლად. ზოგი მუშაობს და ამათ არ დავუჯერეთ და უი, რა დებილები ყოფილან ხედავთ? ვერ გამოიყენეს თანამდებობა. ხო, ჩვენ ასეთი ვიყავით, ვერ გამოვიყენეთ თანამდებობა და რა ვქნათ. შემდეგ ჯერზე რომ მოვალთ ასევე, ვერ გამოვიყენებთ. შეიძლება, ამათ თვალში ჩვენ ვართ სულელები. ჩვენ არ გვექნება მილიარდები, სამაგიეროდ გვექნება სამშობლო. ამიტომ ძვირფასებო ყველაფერი გამოგვივა. მინდა გითხრათ, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ, საქართველო ჩამოიფერთხავს ამ უბედურებას, ამ საშინელებას, ამ საზიზღრობას. საქართველო აუცილებლად გაიმართება წელში. ისევ შეახსენებს მსოფლიოს, რომ არსებობს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად არ წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან, სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე და ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენთან სახლში. ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. ნურაფრის შეგეშინდებათ. 
ეს მსოფლიო კრებების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. შემდეგი მთავარი შეკრება აუცილებლად იქნება თბილისში, რუსთაველზე. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ყველანი დავირაზმებით. ყველა გზა მიდის თბილისისკენ, გამარჯვებისკენ და საქართველოს მომავლისკენ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

თეგები :

×