• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის მიზეზს ვერ ხედავს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ვერ ხედავს წინაპირობას რატომაც შეიძლება გამოიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ პროცესებს აკვირდება.

"მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს შენიშვები აქვთ. საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრმა ანა დოლიძის საბჭოდან გაწვევის შესახებაც გააკეთა განცხადება.

თეგები :

×