• თბილისი
  • 14°C
  • 20 მარტი, 2019
article

"ალბათ სულელი უნდა იყო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ თქვა, არ გაყალბდაო"

ცნობილი მომღერალი და მსახიობი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე აცხადებს რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. 

"ალბათ სულელი უნდა იყო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ თქვა, არ გაყალბდაო.

რა თქმა უნდა, გაყალბდა. ამას ყველა ხედავს“, - უთხრა "პრესა.ჯის" ჟურნალისტს, ცნობილმა მომღერალმა. 

კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი და სცენარისტი, ბუბა კიკაბიძე საქართველოს სახალხო არტისტია. 

ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა და აწყობილი კარიერა მიატოვა და თბილისში დაბრუნდა.


თეგები :

×