• თბილისი
  • 11°C
  • 11 დეკემბერი, 2018
article

"აუცილებლად დადგება ამ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი"

ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ამ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

უდუმაშვილი ფიქრობს, რომ გოგაშვილის გადადგომა სწორედ იმ საქმეებს უკავშირება, რომელმაც სუს-ის უფროსის მოადგილე არაერთხელ გახვია სკანდალში.

მისი თქმით, გოგაშვილი "ქართული ოცნების" სახეა.

„გოგაშვილი არის "ქართული ოცნების" სიმბოლო და სახე, ანუ ადამიანი,რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსიდან გახდა ოფიციალური მილიონერი და ეს გახდა სახელმწიფო სამსახურში.

გოგაშვილის სახელს დღეს უკავშირდება არაერთი სკანდალი და პირდაპირი დანაშაული, ასე რომ გოგაშვილის გათავისუფლება არ არის საკმარისი. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება ამ ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თეგები :