• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

"გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა შესაძლოა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს"

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ საქმის გამოძიების პროცესში ადგილი ჰქონდა სამოხელეო დანაშაულს.

მისი თქმით, გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა შესაძლოა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს, ან ბოროტად გამოიყენეს, ან ორივე ერთად.

ლომჯარია აცხადებს, რომ ამ დასკვნამდე საგამოძიებო მასალების შესწავლისა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შემდეგ მივიდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, პროკურატურამ უნდა გაარკვიოს: შეგნებულად არ ჩატარდა გამოძიება სათანადოდ, თუ ადგილი ჰქონდა არაპროფესიონალიზმს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე გამოკითხა მოკლული მოზარდების მშობლები, საქმის პროკურორი, შსს-ს წარმომადგენლები, აქტივისტი ზვიად კუპრავა, ასევე 51-ე სკოლის მოსწავლეეები, რომლებიც შემთხვევის დროს ფარდულში იყვნენ და სკოლის მანდატურები.

დღეის მდგომარეობით, კომისიამ საქმეზე ორი რეკომენდაცია გასცა.

საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.