• თბილისი
  • 10°C
  • 14 დეკემბერი, 2019
article

4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ ბავშვების დედა და დეიდა დააკავა

4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ ბავშვების დედა და დეიდა დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები 6-დან 12 წლამდე ბავშვებს ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ და თანხას ითვისებენ.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები :