• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

„გაზგამანაწილებელმა“ ჭავჭავაძეზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყო

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის I კორპუსიდან ატენის ქუჩის კუთხემდე არსებული 200 მილიმეტრიანი დიამეტრის ამორტიზირებული, 1960 წელს აშენებული ფოლადის გაზსადენი 315 მილიმეტრიანი დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით შეიცვლება, რომლის სიგრძე 1000 მეტრია.

არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში იცვლება ცენტრალური გაზსადენი და არსებულ გაზსადენზე დაერთებული ყველა განშტოება.


თეგები :