საზოგადოება / 04-08-2026

World Population Review-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ალკოჰოლის მოხმარების მხრივ მეორე ადგილზეა

World Population Review-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ალკოჰოლის მოხმარების მხრივ მეორე ადგილზეა. ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ 15.5 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის. საქართველოს მხოლოდ რუმინეთი უსწრებს, სადაც ეს მაჩვენებელი 17.1 ლიტრს შეადგენს.

რეიტინგი აფასებს სუფთა ეთილის სპირტის მოცულობას, რომელიც სხვადასხვა ტიპის სასმელშია, მათ შორის ღვინოში, ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებში. 2026 წლის რეიტინგში საქართველოს შემდეგ არიან ლატვია 14.7 ლიტრით, მოლდოვა 14.1 ლიტრით და ჩეხეთი 13.7 ლიტრით.