მსოფლიო / 23-10-2026

კანადამ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

კანადამ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმება კანადის პრემიერის, მარკ კარნის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ვაჭრობის, ინვესტიციების, თავდაცვის, ენერგეტიკისა და დიპლომატიურ საკითხებში. შეთანხმების მიზანია ახალი სამუშაო ადგილებისა და შესაძლებლობების შექმნა, რაც კანადური და თურქული კომპანიების თანამშრომლობით გახდება შესაძლებელი.