ბიზნესი / 22-10-2026

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს პრივილეგირებულ საბანკო მომსახურებას,  მრავალფეროვან პროდუქტებსა და შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, მათთვის „პარიმ ანაბრის“ გახსნა გამარტივდა და პირდაპირ მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლის გარეშე, სრულად ციფრულად არის შესაძლებელი.

პრაიმ ანაბარი თიბისი კონცეპტისა და Welth menegment-ის მომხმარებლებს დანაზოგის მოქნილი პირობებით შენახვის, თანხის ნებისმიერ დროს შეტანა/გატანისა და ამავდროულად, სარგებლის ყოველთვიურად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ანაბრის გახსნა მომხმარებლებს ნებისმიერი თანხით, როგორც ლარში, ისე დოლარში შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრული შენახვის ვადის გარეშე.  სარგებელი კი, ყოველთვიურად ერიცხება, რომლის ოდენობაც შესაბამისი თვის განმავლობაში ანაბრის ანგარიშზე დაფიქსირებული მინიმალური ნაშთის მიხედვით განისაზღვრება.

ანაბრის საპროცენტო განაკვეთი საჯარო ფინანსურ ინდექსებს ეფუძნება და წინასწარ განსაზღვრული ფორმულით გამოითვლება. ლარში განთავსებულ ანაბარზე წლიური საპროცენტო განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 0.5 %-ია. დოლარში განთავსებულ ანაბარზე კი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Federal Reserve Bank of St. Louis) მიერ გამოქვეყნებული Federal Funds Target Range — Lower Limit-ის მაჩვენებელს მინუს 2.5 %. წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი 6%-ია.

ანაბრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.