„უკრაინის არმია დღეს ევროპაში ყველაზე ძლიერი და მძლავრია"
„უკრაინის არმია დღეს ევროპაში ყველაზე ძლიერი და მძლავრია. თუ დააკვირდებით, რუსები ყოველთვიურად ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და, შესაბამისად, უფრო მცირე არმია ჰყავს.
ამ ომმა აიძულა უკრაინელები, შეემუშავებინათ ახალი ტაქტიკა, ახალი მეთოდები, ახალი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები, რაც ერთგვარ ჰიბრიდულ ასიმეტრიულ ომს ქმნის" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.