"სანქციები რუსეთისთვის ბევრად უფრო მტკივნეული უნდა გახდეს"
„დეტალურად ვიკვლევთ, კონკრეტულად რა იარაღი, რომელი რაკეტები და დრონები გამოიყენეს რუსებმა ამჯერად. წინასწარი მონაცემებით, კიევში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა X-101 მოხვდა. ის ამ წლის მეორე კვარტალშია წარმოებული. ეს ნიშნავს, რომ რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს, რესურსებსა და აღჭურვილობას რუსეთი, გლობალური სანქციების გვერდის ავლით, კვლავ ახერხებს.
ჩვენი ყველა პარტნიორის რეალური მიზანი უნდა იყოს რუსული სანქციების გვერდის ავლის სქემების შეჩერება. ჩვენ ვამზადებთ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა გაააქტიუროს ჩვენი ერთობლივი წინააღმდეგობა: სანქციები რუსეთისთვის ბევრად უფრო მტკივნეული უნდა გახდეს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.