უკრაინამ 185 ტყვე დაიბრუნა
უკრაინამ 185 ტყვე დაიბრუნა. მათ შორის არიან რიგითები, სერჟანტები, 2 ოფიცერი, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები.
ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცები ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ჩერნიგოვის შემოგარენს იცავდნენ.
გათავისუფლებულთა უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა. მათ შორის ცნობილი აზოვსტალის და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მცველები.