ზელენსკი იტალიის პრემიერს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს?
"კარგი საუბარი მქონდა იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ჯორჯია მელონისთან. რუსეთის მხრიდან პოტენციური რისკებისა და საფრთხეების შესახებ, ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის ბოლოდროინდელი დარღვევების გათვალისწინებით, და საერთო გამოწვევებზე რეაგირების გზებზე.
მზად ვარ, ამ საკითხში გამოცდილება გავუზიარო. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, მზადება "მსურველთა კოალიციის“ შემდეგი შეხვედრისთვის და პრეზიდენტ ტრამპთან კონტაქტები. მადლობას ვუხდით იტალიას ომის დროს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.