"ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას"
"ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სისტემატურად უგულებელყოფენ მათ რეკომენდაციას და შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ.
დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან. ის ასევე გმობს უსაფუძვლო თავდასხმებსა და უსაფუძვლო, დამაზიანებელ ბრალდებებს, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ" – წერია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიერ საქართველოს საკითხზე მირებულ რეზოლუციაში.