საზოგადოება / 23-03-2026

ტრამპმა და სტარმერმა ჰორმუზის სრუტის საკითხი განიხილეს

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა ჰორმუზის სრუტის საკითხი განიხილეს.

ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის აუცილებლობა გლობალური გადაზიდვების აღსადგენად.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა აუცილებელია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" - განაცხადა დაუნინგ სთრითის პრესსპიკერმა.