"თქვენ იმსახურებთ, იყოთ თანასწორი, თავისუფალი ქვეყანა ჩვენს ევროპულ ოჯახში"
"...დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებიც, მათი დიდი უმრავლესობით, ევროპულ გზაზე ყოფნას ამჯობინებენ. რადგან იყო დრო, როდესაც თქვენ აღმოსავლეთ სამეზობლოში ლიდერი იყავით რეფორმებთან და ევროპული გზის ვალდებულებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოსთვის ევროპული გზა არის გზა, რომ შეინარჩუნოთ თქვენი იდენტობა და რომ არ ბატონობდეს თქვენზე ის ძალა, რომელიც თქვენს ისტორიაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ბატონი.
სუვერენიტეტის გაცვლის შესახებ ნარატივები სრული სიცრუეა. წესები ვრცელდება ყველა ადამიანზე, ვინც შიგნითაა და ვინც გზაზე დგას. ჩვენ ვზრუნავთ კანდიდატების საჭიროებებზე. ჩვენ არ დავაკისრებთ ზედმეტად მაღალ ფასს კანდიდატებს. ჩვენ ასევე არ დავაკისრებთ ზედმეტად მაღალ ფასს წევრებს. ადეკვატურად მოვარგებთ კავშირისკენ მიმავალ საჭიროებებს თითოეული კანდიდატისთვის. საბოლოოდ, მათ მოუწევთ წესების დაცვა. მაგრამ გზად არის გარდამავალი პერიოდები. გაწევრიანების შემდეგაც კი არსებობს გარდამავალი პერიოდები ნებისმიერი კანდიდატის კონკრეტული გამოწვევების მოსაგვარებლად.
ბრიტანეთი ყალბი საბაბით გავიდა, სამწუხაროდ. არავინაა, ვისაც კავშირიდან გასვლა სურს, ევროკავშირის კრიტიკოსებსაც კი არ სურთ გასვლა.
როგორც კი საქართველოში ხალხის ნების პატივისცემას დაიწყებენ, ისინიც კი, ვინც ხელისუფლებაში არიან, დაინახავენ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ევროკავშირის გზაზე წავა. ამჟამად, რეჟიმი და ბატონი ივანიშვილი მომავალს პოსტსაბჭოთა ეპოქაში ეძებენ. რისი შეთავაზება შეუძლია ქართველებისთვის რუსეთს? ჩვენ ვიცით რასაც ის მეზობლებს სთავაზობს. ისინი ან წესებს ემორჩილებიან, ან მათზე თავდასხმა ხორციელდება. ეს არ არის პერსპექტივა, რომელიც ქართველებს სურთ და იმსახურებენ. თქვენ იმსახურებთ, იყოთ თანასწორი, თავისუფალი ქვეყანა ჩვენს ევროპულ ოჯახში" - ამბობს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ევროსკოპთან ინტერვიუში.