ჟურნალისტი: გმირი ხართ? ზელენსკი: არა! ჟურნალისტი: აბა ვინ არის თქვენი გმირი? ზელენსკი: ჩემი შვილები, ჩვენი არმია და უკრაინელი ხალხი
ჟურნალისტი: გმირი ხართ?
• ზელენსკი: არა!
• ჟურნალისტი: აბა ვინ არის თქვენი გმირი?
• ზელენსკი: ჩემი შვილები, ჩვენი არმია და უკრაინელი ხალხი, მეც, როგორც უკრაინელი, ამ ერის ნაწილი ვარ…
• ჟურნალისტი: გენატრებათ მსახიობად ყოფნა?
• ზელენსკი: მენატრება კარგ მამად ყოფნა.
• ჟურნალისტი: როცა თქვენი შვილები პატარები იყვნენ, ყველაზე ხშირად რას ეუბნებოდით?
• ზელენსკი: მიყვარხარ-ს.
• ჟურნალისტი: ახლა რას ეუბნებით, როცა გაიზარდნენ?
• ზელენსკი: მენატრები-ს.
• ჟურნალისტი: ბოლოს როდის იტირეთ?
• ზელენსკი: მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვენს შორის უამრავი განსხვავებული მომენტია ყოველ დღე, უამრავი დანაკარგი ბრძოლის ველზე, სამოქალაქო პირებშიც, ჩვენს ხალხზე აბსოლუტურად გიჟური თავდასხმებია. ეს მართლა ძალიან რთულია ყოველ ჯერზე, როდესაც ორდენებს გადავცემ დედებს და მამებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს. ასეთ მომენტებში მე მართლა ხშირად ვტირი.