"სრულმასშტაბიანი ომი ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო. ამას არავინ დაივიწყებს" - ზელენსკი
„ლუკაშენკო არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ის ახლა მედიაში ძალიან ენამოსწრებული გახდა, აჩვენებს, თუ რამდენად კეთილია ჩვენი ხალხის მიმართ. ჩვენ არ გვჭირდება მისი სიკეთე დილის ოთხ საათზე ჩამოგდებული რაკეტებით.
ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ყველაფერი კარგად გვახსოვს და ის მაინც გადაიხდის იმისთვის საფასურს, რაც გააკეთა, კერძოდ, მისი ტერიტორიიდან თავდასხმის დაშვებისთვის. სრულმასშტაბიანი ომი ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო. ამას არავინ დაივიწყებს" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.