სამართალი / 07-11-2025 / 162 Views

"არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა"

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის თანდასწრებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ასევე არასრულწლოვანი გააუპატიურა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - პროკურატურა.