ტრამპი: "ყველას გადავუხდით, მინიმუმ, 2 000 დოლარს, ერთ ადამიანზე (მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების გარდა)"
"ყველანი, ვინც ტარიფების დაწესებას ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან! ჩვენ ახლა ყველაზე მდიდარი და პატივსაცემი ქვეყანა ვართ მსოფლიოში - გვაქვს თითქმის ნულოვანი ინფლაცია, საფონდო ბირჟებზე ფასების რეკორდული მატებით.
ჩვენ ვიღებთ ტრილიონობით დოლარს და მალე დავიწყებთ უზარმაზარი ვალის გადახდას. ყველგან შენდება ფაბრიკები და ქარხნები, გვაქვს რეკორდული ინვესტიციები. ყველას გადავუხდით, მინიმუმ, 2 000 დოლარს, ერთ ადამიანზე (მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების გარდა)" - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.