"ვიქტორი თვლის, რომ არც ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ ამ ომს დავასრულებთ" - ტრამპი ორბანზე
"ჩვენ ვიქტორთან პუტინთან შეხვედრების შესახებ ვისაუბრებთ... ვიქტორს კარგად ესმის პუტინის და მას კარგად იცნობს.
თქვენ ის თქვით, რაც გინდათ, მაგრამ ვიქტორი თვლის, რომ არც ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ ამ ომს დავასრულებთ" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უნგრეთის პრემიერ მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ, ორბანმა, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის რეპლიკაზე აღნიშნა: "მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ".