"სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ხდის ძლიერს, მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს"
"სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ხდის ძლიერს, მდიდარს და ძალიან უსაფრთხოს! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ. ჩვენი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ახლახან იმყოფებოდა სომხეთში, სადაც მან ხელი შეუწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას ჩვენი ორივე ქვეყნისთვის.
მალე, შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტს“, რომელიც გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგოკომპანიებს, მოიპოვონ წვდომა ცენტრალური აზიიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებამდე.
ამ მიზეზების გამო, ნიკოლს აქვს ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა 2026 წლის 7 ივნისის ხელახალ არჩევნებზე. ნიკოლის დახმარებით, ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ისეთ მწვერვალებზე ავიყვანთ, როგორც არასდროს.
კვლავ გავხადოთ (სომხეთი) დიდებული - MAGA!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი X-ზე.