საზოგადოება / 28-05-2026

"აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს"

"აშშ-ის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რამდენჯერმე ხაზი გაუსვეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და მათ საერთო ქრისტიანულ ღირებულებებს. მხარეთა მიერ კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ ღირებულებების განმტკიცებისათვის.

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია დაპატიჟა. სტუმრებმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს" - საპატრიარქო.