პოლიტიკა / 28-05-2026

"ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი თავს კონსერვატორად ასაღებს... ჩვენ ვხედავთ თქვენს ნამდვილ სახეს"

"ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი თავს კონსერვატორად ასაღებს მაშინ, როდესაც იმ რეჟიმის უპირველესი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“.

ჩვენ ვხედავთ თქვენს ნამდვილ სახეს!" - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

კონგრესმენი ეხმაურება Washington Post-ის სტატიას, სადაც სათაურით: "აშშ-ის ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე გადადის", სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოს სულ უფრო ავტორიტარული მთავრობა საფრთხეს უქმნის ტრამპის კავკასიურ სტრატეგიას“.