სამართალი / 03-10-2025 / 67 Views

შსს აცხადებს, რომ იმ ათამდე პირისგან, რომლებიც თავს დაესხნენ სტუდენტებს მეტეხის ხიდთან, ერთია იდენტიფიცირებული

შსს აცხადებს, რომ იმ ათამდე პირისგან, რომლებიც თავს დაესხნენ სტუდენტებს მეტეხის ხიდთან, ერთია იდენტიფიცირებული, რომელიც „გადაყვანილია გამოკითხვაზე“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში.

საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც“ - შსს-ს განცხადება.

პოლიცია, ჯერჯერობით არაფერს ამბობს სხვა თავდამსხმელებზე, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ იგორ ნარმანიას და ასევე, 15 წლის არასრულწლოვანს. თავდამსხმელები რკინის ნაჭრებით იყვნენ შეიარაღებულნი.