ტრამპი: თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება
„გაათავისუფლეთ ყველა მძევალი, დააბრუნეთ გარდაცვლილთა ცხედრები, ახლავე! „ჰამასთან“ შეთანხმება კვირას ვაშინგტონის დროით საღამოს 6:00 საათამდე უნდა იქნას მიღწეული. შეთანხმებას ყველა ქვეყანა შეუერთდა! თუ ეს უკანასკნელი შეთანხმება არ იქნება მიღწეული, „ჰამასის“ წინააღმდეგ სრული ჯოჯოხეთი დაიწყება, რომელიც აქამდე არავის უნახავს…
…ყველა უდანაშაულო პალესტინელს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დატოვოთ შესაძლო სამომავლო სიკვდილის სივრცე, ღაზის უფრო უსაფრთხო ნაწილებში გადადით. ყველას მოგივლით ხალხი, რომელსაც დახმარება სურს. თუმცა, „ჰამასისთვის“ საბედნიეროდ, მათ ბოლო შანსი მიეცემათ“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.