კულტურა / 03-10-2025 / 58 Views

"ჩვენ ქუჩას ვუბრუნდებით. ყველას მოგიწოდებთ, ადექით და შევიკრიბოთ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე“ - ბასიანი

„სანამ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, საპროტესტო ტალღა საქართველოში არა მხოლოდ არ ცხრება, არამედ თანდათან იმპულსს იკრებს და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ძალები უნდა გავაერთიანოთ. ამიტომ, ჩვენი საიუბილეო ზეიმი, 48-საათიანი კლუბური ღამე, ერთი კვირის შემდეგ, 10 ოქტომბერს გაიმართება.

ხვალ, 4 ოქტომბერს, ჩვენ ქუჩას ვუბრუნდებით. ყველას მოგიწოდებთ, ადექით და შევიკრიბოთ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე“ - კლუბ „ბასიანის“ განცხადება.