სამართალი / 20-02-2026

"შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სუს-იდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან თვითმკვლელობები (ოფიციალური ვერსიით) ჩვეულ რუტინად იქცა"

"საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სუს-იდან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან თვითმკვლელობები (ოფიციალური ვერსიით) ჩვეულ რუტინად იქცა.

სისტემა, რომელიც სადამსჯელო მანქანად გადაიქცა და კრიმინალთან გაათანაბრა ოლიგარქიულმა სინდიკატმა - ძალიან მძიმე შიდა ძვრებს განიცდის.

რიგით პოლიციელებს 24/7 სამსახური, დაუცველობა, პოლიტიკური ტვირთი, დაბალი ხელფასი აქვთ. მათი უფროსებისგან განსხვავებით. ნახევარი პოლიცია ემიგრაციაში გარბის, ვისაც ამ მმართველობის მორჩილება არ უნდა.

რაც არ უნდა იმართლონ თავი ივანიშვილის მსახურებმა - ამდენი უწყების თანამშრომლის თვითმკვლელობა არ არის ჩვეულებრივი ამბავი.

გახსოვთ ალბათ, სუს-მა თანამშრომლის სიკვდილი ბარიატრიას რომ დააბრალა" - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.