"ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა"
"პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში…
არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, ესენიც არიან თან გარედან წაქეზებული და გარედან კოორდინირებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას.
რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი გეგმავს შესაბამისი კანონის მიღებას" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.