სოც. მედია / 20-02-2026

"მგონი ისინი დამეგობრდნენ, წამოდექით, წამოდექით! ეს ორი კერკეტი კაკალია"

"მგონი ისინი დამეგობრდნენ, წამოდექით, წამოდექით! ეს ორი კერკეტი კაკალია. თუ ფიქრობთ, რომ ეს იოლი იყო, არ ყოფილა. ისინი კარგი, მაგრამ რთული ხალხია. ოვალურ ოფისში ერთი მაგიდის ერთ, მეორე კი მეორე მხარეს იჯდა, მე ვთხოვე, შეგიძლიათ ცოტა ახლოს მოიწიოთ? ისინი თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდნენ, ხომ იცით, ისინი 32 წელი ერთმანეთს ხოცავდნენ.

ერთი საათის შემდეგ გვერდიგვერდ ისხდნენ, ჩვენ შეთანხმება გავაფორმეთ, ისინი ჩაეხუტნენ, ხელი მოაწერეს და ჩვენ მშვიდობა დავამყარეთ ორ ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანაში, ეს არასდროს დამავიწყდება. მათ სუსტებმა დაიწყეს და ძალიან ძლიერებმა დაასრულეს, შეგიძლიათ საკუთარი თავებით იამაყოთ!" - განაცხადა ტრამპმა მშვიდობის საბჭოს პირველ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევის და ფაშინიანის შესახებ.