პოლიტიკა / 30-10-2025 / 448 Views

„სარჩელი უნდა შევიდეს დღეს" - ქადაგიშვილი პარტიების აკრძალვაზე

„სარჩელი უნდა შევიდეს დღეს. მოგეხსენებათ, რომ პროცედურულად ისეა, რომ მაქსიმუმ, 9 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რა თქმა უნდა, მერე შეიძლება ვიმსჯელოთ შედეგებზე, მაგრამ მიზანი ამ სარჩელისა, უფრო ფართოდ რომ დავინახოთ, არ არის, ვთქვათ, რომელიმე პარტიების აკრძალვა.

ამ სარჩელის მთავარი მიზანი არის რომ საქართველოში მოხდეს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე ანტიკონსტიტუციური, დესტრუქციული, სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი პოლიტიკური პარტიების და ქმედებების აკრძალვა და იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს ქვეყნის დაზიანება სწორედ დემოკრატიის ძირის გამოთხრით, კონსტიტუციური ინსტიტუციების ჩამოშლის, ხალხის ნების უგულებელყოფის გზით“, - ირაკლი ქადაგიშვილ.