"სამშვიდობო შეთანხმებაზე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხს ახლახან გავეცანი. მე ის არ მომწონს, მისი პირობები სრულიად მიუღებელია!"
ირანული სამთავრობო მედია IRNA წერს, რომ ირანმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადებაზე პასუხი მოლაპარაკებების შუამავალს, პაკისტანს გადასცა. გამოცემის ცნობით, „პასუხი ცეცხლის შეწყვეტაზეა ფოკუსირებული".
ირანის პასუხს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი: "სამშვიდობო შეთანხმებაზე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხს ახლახან გავეცანი. მე ის არ მომწონს, მისი პირობები სრულიად მიუღებელია!" - დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, "თეირანი კვლავ მყარად დგას პოზიციაზე, რომ ბირთვული ინფრასტრუქტურის დაშლას არ აპირებს".