"საფრთხის შეჩერების ერთადერთი გზა არის ირანული რაკეტების განადგურება მათივე წყაროში"
„გუშინ ირანმა დაარტყა ბაჰრეინში მდებარე სამხედრო ბაზას და ბრიტანელი სამხედრო პერსონალი დაშავებას მცირედით გადაურჩა. უზენაესი ლიდერის სიკვდილი ირანს არ შეაჩერებს ასეთი დარტყმების განხორციელებისგან. მათი მიდგომა სულ უფრო გაუთვალისწინებელი და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უფრო სახიფათო ხდება.
საფრთხის შეჩერების ერთადერთი გზა არის ირანული რაკეტების განადგურება მათივე წყაროში - საწყობებში ან იმ გამშვებ სისტემებზე, რომლებიც მათ გასაშვებად გამოიყენება.
აშშ-მა ბრიტანული ბაზების გამოყენების ნებართვა მოითხოვა კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონში ირანის სარაკეტო დარტყმები, რაც უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს, ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და არტყამს ქვეყნებს, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებენ.
…ყველას გვახსოვს ერაყის შეცდომები და ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ჩვენ არ ვმონაწილეობდით ირანზე განხორციელებულ პირველად დარტყმებში... და არც ახლა შევუერთდებით შეტევით მოქმედებებს.
ჩვენ რეგიონში თავდაცვით მოქმედებებს გავაგრძელებთ. ჩამოვიყვანთ ექსპერტებს უკრაინიდანაც, ჩვენს ექსპერტებთან ერთად, რათა [სპარსეთის] ყურის ქვეყნებს დავეხმაროთ ირანული დრონების ჩამოგდებაში, რომლებიც მათ თავს ესხმიან" - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი.