ბიზნესი / 18-05-2026

საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა. 

თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება. 

ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დაგეგმილი ვებინარია, რომელსაც საქართველოს ბანკი 25 მაისს გამართავს. 

ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School Europe-ისა და UWC-ის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. 

შეხვედრაზე აღნიშნულ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ და რჩევებს გააზიარებენ: გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი. 

ვებინარზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. 

ეს საქართველოს ბანკისა და LEAF-ის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ინიციატივაა,  რომელიც ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათი განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ეს ერთობლივი ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.