საზოგადოება / 10-12-2025

"რუსთაველზე საბოლოოდ მოკვდა საბჭოთა მენტალიტეტი. მართლა დაიბადა ჭეშმარიტი სოლიდარობა"

"ავტორიტარიზმსაც კი რაიმე იდეა სჭირდება. მარტო ნეგატივზე დამყარებული რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს, მე მგონია, რომ ეს შეუძლებელია... ჩვენთან არავითარი ასეთი იდეა არ არსებობს და საპირისპიროდ, წინააღმდეგობის მხარეს აქვს შეგრძნება იმისა, რომ იბრძვის სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა ისევ დადგეს ფეხზე - იყოს სამართლიანი და ცივილური, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იყოს ბედნიერი.

რუსთაველზე საბოლოოდ მოკვდა საბჭოთა მენტალიტეტი. მართლა დაიბადა ჭეშმარიტი სოლიდარობა, რომელიც უკეთილშობილესი განცდით არის გამაგრებული. ამაზე დიდი გრძნობა კაცობრიობას არ გამოუგონია... მე მგონია, რომ ამას ვერაფერი მოერევა - სიცოცხლისადმი სიყვარულს ვერაფერი მოერევა..." - რეჟისორი ლანა ღოღობერიძემ TV პირველის ეთერში.