სოც. მედია / 26-02-2026

"რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, ის კვლავაც განიხილება"

„როგორც იცით, რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტზე ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, ის კვლავაც განიხილება. რა თქმა უნდა, იმას, რაც არის წინადადების ნაწილი, ჩვენი - ევროკომისიის მხრიდან, აქვს საფუძველი. მაგრამ ყველაფერი ევროპული საბჭოს განხილვის საგანია.

ამიტომ ჩვენ ჯერაც არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული რამ არის სანქციების ნაწილი, არ არის, ან იქნება თუ არა. ჩვენ გვჭირდება, დაველოდოთ საბოლოო პაკეტის მიღებას, რათა ვნახოთ, რა იქნება მასში“ - ევროკომისიის სპიკერი, პაულა პინიო.