სოც. მედია / 12-05-2026

რუსებმა კიევის რეგიონში საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

კიევის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშინი აცხადებს, რომ რუსებმა კიევის რეგიონში საბავშვო ბაღი და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა და დაიწვა რამდენიმე ოთახი, დაზიანდა 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ორი კერძო სახლი.