"თუ რუსეთის მინიშნებები დიალოგზე სიმართლეა, უკრაინაც მზად არის"
„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის საუბარი მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, არ შედგება, თუმცა თუ რუსეთის მინიშნებები დიალოგზე სიმართლეა, უკრაინაც მზად არის.
უკრაინამ არაერთხელ გაუსვა ხაზი და ეს თავისი ქმედებებითაც დაამტკიცა, ჩვენ ომის დასრულებისა და მშვიდობის მომხრე ვართ. ეს არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს. ჩვენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომხრე ვართ.
მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მშვიდობის დამყარება სისუსტე კი არა, საღი აზრის გამოვლინებაა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ომობენ, საერთაშორისო სატელეფონო ხაზები გათიშულია და ასეთი ზარები მობილური ტელეფონით არ ხდება" - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი.