მსოფლიო / 12-05-2026

სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი ერმაკი

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ანტიკორუფციულმა სამსახურებმა გამოავლინეს ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც კიევის მახლობლად ელიტურ სამშენებლო პროექტებში 460 მილიონი გრივნის გათეთრებაში იყო ჩართული. უკრაინული მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ანდრეი ერმაკიც.

"ეჭვმიტანილობის შესახებ ინფორმირებულია მისი ერთ-ერთი მონაწილე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო. [NABU]