ბიზნესი / 21-07-2026

როგორ ავირჩიოთ სწორად წებო-ცემენტი - რჩევები "ნოვასგან"

დღეს ფილების არჩევანი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ბაზარზე შეხვდებით სხვადასხვა ზომის, ფაქტურისა და მასალის ფილებს - კლასიკური კერამიკიდან დაწყებული, დიდი ფორმატის კერამოგრანიტითა და დეკორატიული ვარიანტებით დასრულებული. ერთი და იგივე წებო-ცემენტი ყველა ტიპის ფილისა და ზედაპირისთვის არ არის განკუთვნილი. სწორედ ამიტომ წებო-ცემენტის სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მაგალითად, კერამოგრანიტის ფილა წყალს თითქმის არ იწოვს და გლუვი ზედაპირი აქვს, რის გამოც მისი მოჭიდება ჩვეულებრივი კერამიკისგან განსხვავებულია. ასეთ შემთხვევაში ტრადიციული ქვიშა-ცემენტის ნარევი ან დაბალი კლასის წებო-ცემენტი საჭირო შედეგს ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არსებობს ევროპული სტანდარტი TS EN 12004, რომელიც შესაბამისი სამუშაოსთვის სწორი პროდუქტის შერჩევაში გვეხმარება.

როგორ იყოფა კერამიკული ფილის წებო-ცემენტი?

ყველაზე გავრცელებულია C1 და C2 კლასის წებოები. C1 კლასის, სტანდარტული წებო-ცემენტი ძირითადად კერამიკული ფილებისთვის გამოიყენება, როდესაც ზედაპირზე განსაკუთრებული დატვირთვა არ მოდის. C2 კლასის წებო უფრო ძლიერი მოჭიდებით გამოირჩევა და გამოიყენება ინტერიერში და ექსტერიერში, მასიური ფილებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე.

მოჭიდების სიმტკიცის გარდა, მნიშვნელოვანია წებო-ცემენტის დეფორმირებადობაც (მოქნილობა),  რომელიც S1 და S2 კლასებით აღინიშნება. ასეთი წებო-ცემენტი რეკომენდებულია იმ შემთხვევებში, როდესაც საფუძველი ტემპერატურული ცვლილებებისა და მექანიკური დატვირთვების შედეგად დეფორმირდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, სადაც გათბობისა და გაგრილების ციკლების დროს საფუძველი უმნიშვნელოდ მოძრაობს.

შეფუთვაზე შეიძლება დამატებითი ნიშნებიც შეგხვდეთ. T აღნიშნავს შემცირებულ ცურვას ვერტიკალურ ზედაპირებზე, რაც ხელს უშლის ფილის ჩამოცურებას. E მიუთითებს გახანგრძლივებულ ღიად დაცდის დროზე, რაც მონტაჟისას მეტ სამუშაო დროს გვაძლევს. F კი აღნიშნავს სწრაფ გამაგრებას და გამოიყენება მაშინ, როდესაც სამუშაოსა და ზედაპირის ექსპლუატაციაში ჩაშვება მოკლე დროშია საჭირო.

რა უპირატესობა აქვს წებო-ცემენტის ნარევს პოლიმერის შემცველობით?

თანამედროვე წებო-ცემენტების დიდი ნაწილი პოლიმერულ დანამატებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებს მოჭიდების სიმტკიცეს, ზრდის მოქნილობას და წებო-ცემენტს უფრო მედეგს ხდის ტენის, ტემპერატურული ცვლილებებისა და მექანიკური დატვირთვის მიმართ. სწორედ ამიტომ ასეთი წებო-ცემენტი ეფექტურად მუშაობს იმ შემთხვევებშიც, როდესაც ჩვეულებრივი ცემენტის ნარევი ან დაბალი კლასის წებო-ცემენტი საკმარის შედეგს ვერ უზრუნველყოფს.

ბეტეკი ამ მიმართულებით ერთ-ერთი დამკვიდრებული ბრენდია და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის წებო-ცემენტებს სთავაზობს. თუმცა, ხარისხიან მასალასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენებაც. მაგალითად, დიდი ფორმატის ფილების დაგებისას რეკომენდებულია წებო-ცემენტის დატანა როგორც საფუძველზე, ისე ფილის უკანა მხარეს. ეს ზრდის კონტაქტის ფართობს, აუმჯობესებს მოჭიდებას და ამცირებს ფილის ქვეშ სიცარიელეების წარმოქმნის რისკს.

საჭირო მასალების შეძენა შესაძლებელია როგორც „ნოვას“ ფილიალებში, ისე ონლაინ, ნოვას საიტზე, სადაც სხვადასხვა ტიპის წებო-ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალებია ხელმისაწვდომი.