რატომ არის ინტერიერის დიზაინში ესკალატორისთვის ადგილის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანი?
ესკალატორები — ვერტიკალური გადაადგილების მთავარი საშუალება — კომერციული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
მათი მუშაობის წარმატების საზომი მხოლოდ გამართული მექანიკა არაა, ესკალატორი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სოციალური ნორმებს, ერგებოდეს კოგნიტური ჩვევებისა და, ამასთან, წარმატებით ჯდებოდეს ბიზნეს-სტრატეგიაში.
როდესაც პროექტირების ეტაპზე დგება საკითხი, სად დამონტაჟდეს და რა სიჩქარით იმოძრაოს მოწყობილობამ, გადაწყვეტილებას მხოლოდ ტექნიკური მონაცემებით არ იღებენ. ამასთან, კომპეტენტური ლიფტების კომპანია, რომელიც პროექტს თავის თავზე აიღებს ვალდებულია გადახედოს პროექტს და დამკვეთს კონსულტაციისას აუხსნას, რამდენად ოპტიმალურია დიზაინი. დიზაინისას გასათვალისწინებელია ის „უხილავი“ ფაქტორებიც, რომლებიც მგზავრის ქცევას მართავს. მაგალითად, ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სავაჭრო ცენტრებში ესკალატორები უფრო ნელა მოძრაობენ, ვიდრე მეტროსადგურებში — ეს შემთხვევითობა არაა.
კომერციული ობიექტებისთვის მსოფლიო სტანდარტი წამში 0.5 მეტრი სიჩქარეა. ეს სიჩქარე „ოქროს შუალედად“ ითვლება, რომელიც ერთდროულად ქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და, ამასთან, მგზავრები იმ ტემპში გადაჰყავს, რომ არ შეიქმნას “საცობები”.
თეორიულად, ამ მხრივ უფრო მაღალი სიჩქარე (მაგ. 0.65 ან 0.75 მ/წმ) უფრო ოპტიმალური უნდა იყოს, რადგან მეტ ხალხს გაატარებდეს, მაგრამ პრაქტიკაში სიჩქარის ზრდას მხოლოდ უარყოფითი ეფექტი აქვს. როდესაც საფეხურები სწრაფად მოძრაობს, ადამიანებს უჭირთ დასადგომად მოხერხებული მომენტის შერჩევა და ყოვნდებიან.
ეს „დროის ჩავარდნა“ თითო მგზავრზე რამდენიმე წამია, მაგრამ ერთიანობაში სერიოზული უარყოფითი გავლენა აქვს ტრაფიკზე — ამცირებს ნაკადის სიხშირეს და, თან, ზრდის წაქცევისა და ტრავმის რისკს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.
საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი მოძრაობას წინასწარ „აპროგრამებს“: ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად კონკრეტულ ინტერვალებს ელოდება და თუ რეალობა მოლოდინს არ ემთხვევა, შექმნილი კოგნიტური დისონანსი რეაქციის სისწრაფეს ამცირებს. ამის მაგალითია ე.წ. „გატეხილი ესკალატორის ფენომენი“ — ზოგი ადამიანი უცნაურ დისბალანსს გრძნობს გაჩერებულ ესკალატორზე ასვლისას. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინი ავტომატურად მოძრაობისთვის ემზადება, რომელიც არ ხდება.
კიდევ უფრო საინტერესოა რა დგას ესკალატორისთვის სამონტაჟე ადგილის შერჩევის სტრატეგიის უკან. სავაჭრო ცენტრებში ხშირად შეხვდებით ე.წ. „Crisscross“ (გადაჯვარედინებულ) ან „შეწყვეტილ“ განლაგებას, როდესაც მომდევნო სართულზე ასასვლელად მთელი სართულის გავლა გიწევთ. კომერციულ დაწესებულებებში ესკალატორი ასრულებს არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ მარკეტინგულ ფუნქციას. დიზაინის მიზანია დაძლიოს მომხმარებლის „ერთი სართულის პრეფერენცია“ — მომხმარებელს ბუნებრივად ურჩევნია დარჩეს იმ სართულზე და, ხშირად, იმავე მონაკვეთზე, რომელზეც შევიდა. „იძულებითი“ ჰორიზონტალური მოგზაურობა კი მას აიძულებს დაუგეგმავად მოიაროს შენობის დიდი ნაწილი და გზად სპეციალურად განლაგებულ პროდუქციას ათვალიერებინებს. სტატისტიკურად, ასეთი განლაგება ზედა სართულების გაყიდვებს 30%-ზე მეტით ზრდის.
თუმცა, ხშირად კომერციული მიზნების დევნისას, პროექტის ავტორებს ავიწყდებათ ის, რომ ტრაფიკის გასაზრდელად მთავარი მაინც ნავიგაციის სიმარტივეა. ადამიანები სივრცეს აღიქვამენ „კოგნიტური რუკებით“, სადაც ვერტიკალური ტრანსპორტი მთავარი „ღუზაა“. თუ ესკალატორი ზედმეტად რთულად მისაგნებია, მომხმარებელი ისტრესება, იბნევა და შესაძლოა ობიექტი დაგეგმილზე ბევრად ადრე ისე, რომ არაფერი შეიძინოს. ლიფტების მთავარ შესასვლელებთან და ხილვად ზონებში განთავსება კრიტიკულად აუცილებელია — და ესკალატორი გამონაკლისი არაა.
CLC Elevator ესკალატორის პროექტირებისას წლებით დაგროვილ გამოცდილებას ეყრდნობა. კომპანიაში კარგად იციან, როგორ იპოვონ ბალანსი ორ მიზანს შორის, რომელიც ერთი შეხედვით დიამეტრულად განსხვავდება. ერთდროულად საჭიროა მგზავრების სწრაფი გადაყვანა, რომ “საცობები” არ შეიქმნას და ნეგატიურმა გამოცდილებამ მომხმარებელი არ გააქციოს (ტრანზიტული მოდელი), თან დამკვეთს სურს რაც შეიძლება დიდი ტერიტორია მოიარონ და ბევრ პროდუქტთან ჰქონდეთ შეხება (რითეილ მოდელი). არჩეული დიზაინის წარმატება სწორედ იმით იზომება, რამდენად ეფექტურად ეხმარება არჩეული სტრატეგია ობიექტს დანიშნულების წარმატებით შესრულებაში.