მსოფლიო / 11-06-2026

"ერთი წლის განმავლობაში უკვე დაზიანდა სხვადასხვა დონის რუსული სამიზნე თითქმის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით"

"მხოლოდ უპილოტო სისტემების ძალების დაჯგუფების შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში უკვე დაზიანდა სხვადასხვა დონის რუსული სამიზნე თითქმის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები და თითოეული მათგანი გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ სიცოცხლე. შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალები რეალურად მაგალითია მრავალი სხვა არმიისთვის და ამ თვეებში ჩვენ განსაკუთრებით მადლობლები ვართ „მიდლსტრაიკების“ გამო: რუსული სამხედრო ლოგისტიკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მთელ სიღრმეზე ახლა უკრაინული დრონებისთვის ხელმისაწვდომია.

რუსეთის სასაზღვრო ზონაც განიცდის ჩვენს ზემოქმედებას. ამას მტერი გრძნობს და ჩვენ ამ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გავზრდით. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ უპილოტო სისტემების ძალებს" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.