"ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ, დემოკრატებმა, სენატში გავიმარჯვეთ"
"ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ, დემოკრატებმა, სენატში გავიმარჯვეთ. ამერიკელ ხალხს მივმართავთ: შვება ახლოსაა. რესპუბლიკელებმა არჩევანი გააკეთეს და ტრამპს უფსკრულისკენ გაჰყვნენ. ამერიკელებმა ცვლილებებს დაუჭირეს მხარი და ახლა დემოკრატებმა მათი მოლოდინები უნდა გაამართლონ... დღეს საღამოს მოვისმინე ტრამპის სიტყვები, თითქოს ჩვენთან თანამშრომლობა სურს. შეხედეთ, ჩვენ მივაღწევთ შედეგებს ამერიკელი ხალხისთვის პრეზიდენტთან ერთად ან მის გარეშე" - განაცხადა აშშ-ის სენატში დემოკრატთა ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.