„ყოველთვის ერთად იყვნენ. უბრალოდ, ილუზიას ქმნიან, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს"
„ყოველთვის ერთად იყვნენ. უბრალოდ, ილუზიას ქმნიან, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს. იქ შეიკრიბნენ ყურადღება მიიქციეს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს მათ შესახებ ინფორმაცია, ახალი განცხადებები გააკეთეს, თუმცა არასოდეს დაშლილან….
საქმე არის ერთი, ძალიან სერიოზულად შემაშფოთებელი, ვინაიდან საქართველოში ჩამოყალიბდა და უკვე მყარად დგას, უკვე რაღაც გაერთიანების ფორმა აქვს ამას წლებია, მთავარი ნიშნით, მთავარი ამოცანით და მთავარი სამიზნით, როგორ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა, როგორ მოახდინონ ისეთი სიტუაცია, როგორ შექმნან, რომ როგორმე იქნებ ბომბები ჩვენც გვეცემოდეს და როგორ დადგნენ შემდეგ ცალ ფეხზე, რომ იქნებ რაღაც პროცესის მონაწილენი გახდნენ და ხელისუფლების სადავეები აიღონ ხელში“ - ვოლსკი ოპოზიციის ალიანსის შესახებ.