საზოგადოება / 03-03-2026

"ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ოპოზიციის ალიანსი შემდგარიყო"

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ოპოზიციის ალიანსი შემდგარიყო. ეს მრავალფეროვნება ამავე დროს არის სიძლიერე, ეს არის დაკვეთა და სურვილი იმ ადამიანების, ვინც უკვე ამდენი ხანია არის პროტესტში იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილება იყოს" - "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი წერეთელ ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოპოზიციური პარტიის ლიდერი დღეს საერთო ოპოზიციური ალიანსის შექმნაზე შეთანხმდა, სახელწოდებით "ერთობა ერთად გამარჯვებისთვის".