პუტინი ჩინეთში სი ძინპინს ხვდება
რუსული მედიის ცნობით, ჩინეთში სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო.
რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ პუტინი ოფიციალური ვიზიტით პეკინში გუშინ ჩავიდა. ვიზიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პუტინის ვიზიტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ჩასვლის შემდეგ დაიგეგმა.