მსოფლიო / 20-05-2026

"ამ საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის პუტინის დაჯილდოება ან ისეთი ქვეყნის დასჯა, როგორიც პოლონეთია"

"ტრამპმა თქვა, რომ სურს ამერიკული პოლიტიკა წარმართოს შეერთებული შტატების ინტერესებზე ფოკუსირებით, ამ საგარეო პოლიტიკის ნაწილი არ არის პუტინის დაჯილდოება ან ისეთი ქვეყნის დასჯა, როგორიც პოლონეთია.

ჩვენ გვიყვარს პოლონელი ხალხი. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი, ევროპის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაა. ჩვენ გვინდა, ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე. გვინდა, ევროპამ სერიოზულად წინ გადადგას ნაბიჯი. ჩვენ პოლონეთში ჯარების რაოდენობა 4 000-ით არ შეგვიმცირებია. ის, რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ გადავდეთ ჯარების განლაგება პოლონეთში.

ეს შემცირება არ არის, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გადავადებაა როტაციაში, რაც ზოგჯერ ამ სიტუაციებში ხდება" - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი.